მთავარი უცხოეთის ამბები პოლიციამ იერუსალიმში არეულობის მონაწილეები დააკავა

პოლიციამ იერუსალიმში არეულობის მონაწილეები დააკავა

სამართალდამცავებმა იერუსალიმში არეულობის 40 მონაწილე დააკავეს, აცხადებს ისრაელის პოლიცია.
ხუთშაბათს საღამოს, იერუსალიმის სამხრეთ რაიონებში დაიწყო არეულობა. არაბმა მოსახლეობამ დაიწყო ქვებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ბოთლების სროლა სასაზღვრო პოლიციის (მაგავის) მიმართულებით. ამ შეტაკების დროს დაშავდა სამი პოლიციელი. დაშავებულებს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ, სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
არაბებმა აგრეთვე ქვები დაუშინეს ებრაელი მაცხოვრებლებით დასახლებულ სახლს, სილუანის რაიონში. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალეს დემონსტრაციის მონაწილეები და არეულობას დაუსვეს წერტილი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და მატერიალური ზარალიც არავის მიუღია.

 

ავტორი: ლანა ჯანაშვილი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი