მთავარი სპორტი ოფიციალურად: მანჯუკიჩი ”ატლეტიკოში” გადავიდა

ოფიციალურად: მანჯუკიჩი ”ატლეტიკოში” გადავიდა

0 1018

მიუნხენის ”ბაიერნის” თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი კარიერას მადრიდის ”ატლეტიკოში გააგრძელებს. 28 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა დღეს, მადრიდში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მადრიდის ”ატლეტიკომ” მანჯუკიჩში 17.5 მილიონი ევრო გადაიხადა.

გასულ სეზონში, მანჯუკიჩმა ”ბაიერნის” შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა და 18 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი