მთავარი მეცნიერება მეცნიერული აღმოჩენა: პანკრეასის სიმსივნის საწინააღმდეგოდ

მეცნიერული აღმოჩენა: პანკრეასის სიმსივნის საწინააღმდეგოდ

0 1201

ასპირინის რეგულარული მოხმარება პანკრეასის სიმსივნით დაავადების რისკს ანახევრებს. კვლევების თანახმად, აღნიშნული დაავადება არის ერთ-ერთი ყველაზე ლეტალური ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. მეცნიერთა ერთი ნაწილის თქმით,  მის წინააღმდეგ ბრძოლა დაბალფასიანი წამლით არის შესაძლებელი.

“ადამიანები, რომლებიც ღებულობენ მცირე დოზას ყოველდღიურად, დაახლოებით 75- დან 325 მილიგრამამდე, 48%-ით ამცირებს პანკრეასის კიბოთი დაავადების საშიშროებას. ხოლო მისი რეგულარული მოხმარება ათი თვის განმავლობაში ამცირებს რისკს 60%-ით.” – აღნიშნული კვლევა გამოაქვეყნა “სიმსივნური დაავადების კვლევების ამერიკის ასოციაციამ”

იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰერვი რიჩმა განაცხადა: ” თავი მშვიდად შეიძლება იგრძნონ იმ ადამიანებმა, ვინც უკვე ხმარობდა ასპირინის მცირე დოზას, რადგან ხშირ შემთხევაში იგი ამცირებს პანკრეასის სიმსივნის რისკებს. იმ ადამიანებს, რომელთაც ექიმებმა ოჯახის სამედიცინო ისტორიის კვლევის თანახმად განუცხადეს, რომ  პანკრეასის სიმსივნით დაავადების დიდი რისკის ქვეშ არიან, მათთვის ასპირინი გამოყენება შეიძლება გახდეს სარგებლიანი, როგორც  გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, რომ შევამციროთ მისით დაავადების რისკი.”

 

 

წყარო: bloomberg.com

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი