მთავარი საერთო Activity – მედია ტურნირი

Activity – მედია ტურნირი

0 2360

 

2014 წლის 5 ივლისს თბილისის ზოოპარკმა ქართველი ჟურნალისტებისათვის მედია ტურნირი მოაწყო. მედიის წარმომადგენლებს, საქართველოში პირველ თოკების პარკში – სახელად Activity, სხვადასხვა სირთულის დაბრკოლებები უნდა გადაელახათ.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შვიდ-შვიდი ჟურნალისტი 5 გუნდში ფერების მიხედვით გადანაწილდნენ: ყვითლები, მწვანეები, სალათისფერები, ლურჯები და შავები. ტურნირში მონაწილეობას “შენი მედია გუნდის” 5 ჟურნალისტიც იღებდა.

პირველ ტურში გუნდებს, ზოოპარკის ტერიტორიაზე გაფანტული მინიშნებები უნდა ამოეხსნათ და მეორე ტურში გადასასვლელი ინსტრუმენტები ეპოვათ. მოთამაშეები ერთი საერთო მიზნის ქვეშ იყვნენ გართიანებულები: გლობალური უწყლობის გამო, მათ რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა მოეპოვათ.

ის, ვინც პირველი შეძლებდა ამ ტურის დახურვას, ბონუსად 5 ჭიქა წყალი გადაეცემოდა. მეხუთე გუნდმა, რომელიც შავი ფერით ასპარეზობდა, პირველმა შეძლო დავალების შესრულება. მათ ყვითლები, შემდეგ კი სალათისფერები მოყვნენ.

მეორე ტურში ჟურნალისტებს მოკლე დისტანცია ხის თხილამურებით და ხელში წყლით სავსე ჭიქებით უნდა გაევლოთ. მათ ფინიშის ხაზამდე რაც შეიძლება მეტი წყალი უნდა მიეტანათ.

მომდევნო ტურში მოთამაშეებს დისტანციიდან წყლით სავსე ჭიქები უნდა ესროლათ, რომელსაც მათი თანაგუნდელი ჯამის მეშვეობით დაიჭერდა. ამის შემდგომ, ბამბუკის ხის ნაჭრებისგან ისეთი კონსტრუქცია უნდა აეწყოთ, რომელიც წყლის გადატანას შეძლებდა.

შეგროვებული წყლის რაოდენობით, შავი, ყვითელი და სალათისფერი გუნდები თითქმის გათანაბრდნენ.

ბოლო სამი ტური კი უშუალოდ თოკების პარკის ტერიტორიაზე ჩატარდა. Activity საქართველოში მსგავსი ტიპის პირველი ობიექტია. ეს არის მხიარული და უსაფრთხო ატრაქციონი ნებისმიერი ასაკისა და ფიზიკური მომზადების ადამიანისთვის. თოკების პარკი ჰაერში, 1-7 მეტრის სიმაღლეზე, ხეებს შორის დაკიდული სხვადასხვაგვარი დაბრკოლებების ერთობლიობაა. თოკების, ბადეების, ბეწვის ხიდებისა და ხის მორების კომბინაციით შექმნილი უჩვეულო ატრაქციონი იდეალური ადგილია თავისუფალი დროის გასატარებლად და ადრენალინის მისაღებად.

ჟურნალისტებმა 3 სხვადასხვა სირთულის მარშრუტი დაძლიეს: საბავშვო, საშუალო და ექსპერტი.

სახალისო, საინტერესო, დამღლელ და ცოტა ექსტრემალურ შეჯიბრში საკმაოდ თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ყვითლების გუნდს, “შენი მედია გუნდის” ჟურნალისტის, რეზი ცანავას  განსაკუთრებულმა ფიზიკურმა სიძლიერემ და სისწრაფემ მათ გამარჯვება მოუტანა .  მეორე ადგილზე შავები, ხოლო მესამეზე სალათისფერები გავიდნენ. ყველა გუნდს თბილისის ზოოპარკის და Activity-გან საჩუქრები გადაეცა.

ტურნირის მანძილზე შეგროვებული წყალი, გლობალური უწყლობის დაძლევის მიზნით, ჟურნალისტებმა ზოოპარკის ბინადრებს დაალევინეს.

Activity _თბილისის პატარა სათავგადასავლო პარკი, 1 თვეა რაც ფუნქციონირებს და დროის სახალისოდ გატარების მსურველებს ელის.

 

ავტორები: ბაჩო გოგრიჭიანი; დიმა ნარსია; მარიამ გიგანი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი