მთავარი რეგიონი საქართველოს ,,სამოთხე” – მარტვილის კანიონი

საქართველოს ,,სამოთხე” – მარტვილის კანიონი

0 6824

საქართველოში რომ ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია, ამაზე არავინ დაობს, ერთ-ერთი ასეთი “სამოთხე”-მარტვილის კანიონია, რომელიც ბევრ ტურისტს იზიდავს.

4444

გაჭედილის იგივე გოჭკადილის კანიონი ერთ-ერთი ულამაზესი და გასაოცარი ადგილია საქართველოს ულამაზეს მხარეში-სამეგრელოში, სოფელ გაჭედილის კანიონი კერძოდ ოდიშის ვაკეზე, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს,ზღვის დონიდან 240 მეტრზე. კანიონის სიგრძე 2400, მეტრია.

77777777

ადგილი მხოლოდ სილამაზით არ გამოირჩევა. საინეტერსო ფაქტია ისიც, რომ კანიონში დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები აღმოაჩინეს, რომლებიც 75 მილიონ წელს ითვლიან.

888888

მსოფლიოში ასეთი ადგილები ძალიან იშვიათია, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთებიც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ამ მხრივ, კანიონი მსოფლიო მეცნიერებისათვის რიგით მესამე აღმოჩენაა.

6666

მარტვილის კანიონში, ბევრი ექსპედიცია ჩატარებულა, მათ შორის აღსანიშნავია 2011 წელს ილიას უნივერსიტეტის ხელმეორედ ჩატარებული საკვლევი ექსპედიცია გაჭედილის კანიონში. კანიონის ზოგიერთ მღვიმეში აღმოჩნდა უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები, მათი ძვლები, ნასუფრალი. გარდა ამისა, ნაპოვნია ცხოველთა გადაშენებული სახეობების ძვლებიც, მათ შორის მღვიმის დათვისა და ბიზონის ნაშთები. ექპედიიციის ერთ-ერთი მონაწილის, ვასილ გაბუნიას თქმით, კანიონში აღმოჩენილი ნაკვალევი დინოზავრის ნაფეხურების მსგავსია, თუმცა ამაზე გადაჭრით საუბარი ძნელია, მანამ, სანამ არ მოხდება კვლევა და შესწავლა აღმოჩენილი მასალებისა.

7777777778888888888

მარტვილის კანიონი, დღემდე იდუმალებით არის მოცული და ამოუცნობია, სწორედ ეს არის მისი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი  ტურისტებითვის, რასაც ეს ადგილი ახერხებს კიდეც და დამთვალიერებლების სინაკლებეს არ უჩივის.

მოამზადა: რევაზ ცანავა

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი