მთავარი სპეც რუბრიკა ერაყი ისრაელმა ღაზას სექტორში 34 ავიადარტყმა განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორში 34 ავიადარტყმა განახორციელა

დღეს დილით ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში დაბომბა 34 სამიზნე, რომელსაც პალესტინური ორგანიზაცია “ჰამასი” აკონტროლებდა. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ. როგორ The Times of Israel იუწყება, დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა.
დაბომბვა გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ნაპოვნი იქნა სამი გატაცებული ებრაელი მოზარდის გვამი. 12 ივნისს ებრაელი მოსწავლეები ქალაქ ხებრონიდან გაუჩინარდნენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოზარდების გატაცებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ჰამასს” დააკისრა. მათ მოსაძებნად წამოიწყო ფართო მასშტაბიანი სამძებრო ღონისძიება, რომელშიც ათასობით ისრაელის არმიის სამხედროები მონაწილეობდნენ სპეცსამსახურებთან და პოლიციასთან ერთად.
ავიადარტყმები ისრაელსა და პალესტინას შორის აღნიშნული ოპერაციის დაწყების პირველივე დღიდან გრძელდებოდა. თუმცა დღევანდელი ავიადაბომბვები ყველაზე მასშტაბური იყო.

წყარო: lenta.ru

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი