მთავარი საერთო გრეის 50 ჩრდილი-ინტერნეტში სკანდალური სერიალის ოფიციალური ტრეილერი გამოჩნდა

გრეის 50 ჩრდილი-ინტერნეტში სკანდალური სერიალის ოფიციალური ტრეილერი გამოჩნდა

4 9681

გრეის 50 ჩრდილი ( Fifty shades of grey) არის ამერიკული ეროტიკული/რომანტიკული დრამა , რომელიც დაფუძნებულია ამავე სახელწოდების სკანდალურ წიგნზე.მისი ავტორია ბრიტანელი მწერალი ე.ლ ჯეიმსი. წიგნი 2011 წელს გამოვიდა და მალევე აალაპარაკა მთელი მსოფლიო.ის გახდა ბესტსელერი და დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. 10567381_1450942501856473_1360448472_n (1) წიგნი ნათარგმნია 52 ენაზე. ნაწარმოები საკმაოდ სკანდალურია , რამდენადაც მასში დეტალურადაა აღწერილი ეროტიული სცენები. წიგნში მოცემულია ლიტერატურული ფაკულტეტის კოლეჯის კუსდამთავრებულის- ანასტასია სტილისა და ახალგაზრდა ბიზნეს მაგნატის -კრისტიან გრეის ურთიერთობა. 10536731_1450942608523129_1939481639_n კინოსამყარო დიდი ხანია ამ წიგნის მიხედვით გადაღებული სერიალის ეკრანზე გამოჩენას ელოდება. მისი რეჟისორი არის სემ ტეილორ-ჯონსონი, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ დაკოტა ჯონსონი ( ანასტასია სტილი) და ჯეიმი დორნანი ( კრისტიან გრეი). სერიალი 2015 წლის თებერვალში გამოვა. კრიტიკოსები მას უკვე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. 24 ივლისს სერიალის ოფიციალური თრეილერი გამოვიდა და მან 24 საათში 7 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

4 კომენტარები

დატოვეთ კომენტარი