მთავარი უცხოეთის ამბები კონფლიქტები გაერთიანებული ერების განცხადებით ღაზაში საშინელი ჰუმანიტარული სიტუაციაა

გაერთიანებული ერების განცხადებით ღაზაში საშინელი ჰუმანიტარული სიტუაციაა

გაერთიანებული ერების ჰუმანიტარული ჯგუფის ხელმძღვანელმა  ვალერიე ამოსმა შეშფოთება გამოხატა ღაზაში განვითარებულ სიტუციასთან დაკავშირებით და ამ დროისათვის ცეცხლის შეწყვეტა განიხილა როგორც სასიხოცლოდ აუცილებელი. მისი განცხადებით  პალესტინელებისთვის ღაზას სექტორის 44 % გახდა სიცოცხლისათვის საშიში ტერიტორია და დასძინა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას საკვები პროდუქცია ეწურება.

gaza-articleLarge-v2

ისრაელის სახმელეთო ოპერაცია და ავია იერიშები ისევ გრძელდება, ასევე “ჰამასი” ისრაელის მიმართულებით რაკეტებს კვლავ ისვრის.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა მიმდინარე პროცესებთან დაკავშრეით განაცხადა რომ იგი სინანულს გამოთქვამს ყველა პალესტინელი სამოქალაქო პირების დაღუპვის გამო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მათი სიკვდილი “ჰამასის” პასუხისმგებლობა იყო.

ისრაელის ლიდერმა მკაცრად გააკრიტიკა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის წრმომადგენელი ღაზას სექტორში სამხედრო დანაშაულის გამოძიების დაწყების მხარდაჭერისათვის და ამ გადაწყვეტილებას უწოდა “სამართლის პაროდია”.

7EC18652-5AC4-41F3-82FD-DDC492F46036_cx0_cy4_cw0_mw1024_s_n

ღაზაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმედა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესები პროვოცირებულია “ჰამასის” მიერ , როცა ასობით რაკეტა იქნა ნასროლი ებრაული ქალაქების მიმართულებით. მან ასევე აღნიშნა, უკიდურესად შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ კვლავაც იზრდება დაღუპული სამოქალაქო პირების რაოდენობა.

თავის მხრივ, ხალედ მაშალმა, რომელიც ისლამისტური სამხედრო დაჯგუფების ლიდერია, განაცდახა, რომ მათი მხრიდან  ვერანაირი ცეცხლის შეწყვეტა ვერ იქნება, სანამ ისრაელის მხრიდან ბლოკადა არ დასრულდება. “ჩვენ არ მივიღებთ არცერთ ინიციატივას, რომელიც არ მოუხსნის ჩვენს მოსახლეობას ბლოკადას და რომელიც პატივს არ სცემს ჩვენს  მსხვერპლს.”

hamas_2406019b

ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო 8 ივლისს იმ მიზნით, რომ ღაზას სექტორიდან შეეჩერებინა სარაკეტო თავდასხმები. ოფიციალური მონაცემებით 16 დღიანი ბრძოლების შედეგად 710 პალესტინელზე მეტი და 30 ისრაელის მოქალაქე დაიღუპა.

 

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი