მთავარი სპორტი მსოფლიო ჩემპიონატი 2014წ ბრაზილია ისევ დამარცხდა

ბრაზილია ისევ დამარცხდა

12 ივლისს, თბილისის დროით 23:55 საათზე, გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისათვის ბრძოლის მატჩი, სადაც ტურნირის მასპინძელი, ბრაზილიის ნაკრები, ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა.

ეს თამაში, ერთგვარი შანსი იყო ბრაზილიელთათვის, რომ გერმანიასთან სასტიკი მარცხი გამოესწორებინათ და ლუიშ ფელიპე სკოლარის შეგირდებისგან, ყველა პრესტიჟულ გაბრძოლებას ელოდა.

მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ჰოლანდიელება სამხრეთ ამერიკელები, ანგარიშით 0-3 დაამარცხეს და მესამე ადგილს, სწორედ ევროპელები დაეუფლნენ. ბრაზილიამ კი ტურნირი სამარცხვინოდ დაასრულა.

თამაშის დებიუტშივე, ჰოლანდიამ მწვავედ შეუტია და მე-3 წუთზე ბრწყინვალე შანსსაც გამოჰკრა ხელი. არიენ რობენის წაქცევისთვის, მსაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა და ბრაზილიელთა კარში, 11 მეტრიანი დანიშნა. თამაშის წესების დარღვევა აშკარა იყო, მაგრამ საჯარიმოს გარეთ. პენალტი ზუსტად რობინ ვან პერსიმ გამოიყენა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

მე-16 წუთზე, ჰოლანდიელთა ნახევარმცველმა, დალი ბლინდმა, ბრაზილიელი მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში 2 ბურთამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში, ბრაზილიები საგრძნობლად გააქტიურდნენ და რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს. მე-60 წუთზე, რამირესი ხელსაყრელი პოზიციიდან ცდილობდა გატანას, მაგრამ მისი დარტყმული, მცირეოდენ არაზუსტი აღმოჩნდა. 63-ე წუთზე, დავიდ ლუიზმა საჯარიმო დარტყმით სცადა გატანა, მაგრამ ჰოლანდიელთა კიპერმა არ მისცა ამის საშუალება.

68-ე წუთზე, ბლინდმა საჯარიმოში ოსკარი წააქცია, გამეორებაზე ნათლად ჩანდა, რომ ფეხბურთელებს შორის კონტაქტი იყო, მაგრამ მთავარმა მსაჯმა, ოსკარის წაქცევა სიმულაციად შეაფასა. შეხვედრის მიწურულს, ჰოლანდიელებმა ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს და 91 წუთზე, საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს, 0-3. გოლი ვაინალდუმის ანგარიშზეა.

ამ გამარჯვებით, ჰოლანდია მესამე ადგილს დაეუფლა. ბრაზილიელები კი ასეთ სამარცხვინო გამოსვლას როგორ გამოასწორებენ, ძნელი სათქმელია.

მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაირკვევა. ერთმანეთს, გერმანიისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი