მთავარი კულტურა “ახალი ტალღა”-2014 დაიწყო

“ახალი ტალღა”-2014 დაიწყო

0 1696

„ახალი ლატღა“ — პოპულარული სიმღერის შემსრულებელთა ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი. იურმალა, ლატვიის უდიდესი ზღვისპირა ქალაქია, იურმალა საკურორტო ქალაქია რომელიც 32 კილომეტრზეა გადაჭიმული და მოქცეულია რიგის ყურესა და მდინარე ლეილუპეს შორის. იგი, თავისი სილამაზით ყველას ხიბლავს, რაც ტურისტების მოჭარბებული რაოდენობით აისახება, ფესტივალის მიმდინარეობის დროს კი შეიძლება ითქვას, ქალაქში ტურისტების მოზღვავებაა.

jurmala20

 

Jurmala

DSC_4346

1391977287_4988520578_3c5bfcbf3c_z[1]

 

 “ახალ ტალღაში”- მონაწილეობის მისაღებად, მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოდიან ახალგაზრდა მომღერლები, მათ შორის, ამერიკიდან,კუბიდან და ინდონეზიიდან. რასაკვირველია, კონკურსში ყოველწლიურად მონაწილეობას ახალგაზრდა ქართველი მომღერლებიც იღებენ.  “ახალი ტალღა “-2014 წლის  21 ივლისს დაიწყო და 27 ივლისამდე გასტანს. საქართველოს რამდენიმე წლიანი პაუზა ჰქონდა კონკუსზე, პროტესტის ნიშნად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ,  ქართულმა მხარემ, კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე ოფიციალური უარი განაცხადა, თუმცა დიპლომატიური კუთხით ჩარევის შემდეგ,საქართველო იურმალას სცენაზე კვლავ ავიდა ,წელს კი ჩვენ ქვეყანას 17 წლის ნუცა ბუზალაძე წარმოადგენს.

10500279_719624081419884_8744251144917349832_n

სპეციალურად ფესტივალზე დასასწრებად, მილიონობით სტუმარი ჩადის ლატვიაში. ფესტივალში, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც მონაწილეობენ.

“ახალი ტალღის” ფესტივალს ყოველწლიურად, რუსული ესტრადის ვარსკვლავები ხსნიან და ესწრებიან. წელსაც ფესტივალი, ალა პუგაჩოვას გარეშე არ ჩაივლის, ის უკვე კონკურს დარბაზიდან მის მეუღლესთან ერთად აკვირდება.

20140722_new_wave_otkritie_50

სხვადასხვა წლების განმავლობაში კონკურსის მონაწილეები იყვნენ დიმა ბილანი, ჯგუფი “smahs”, სოფიო ნიჟარაძე,ნინი შერმადინი, სოფო ხალვაში, ტინა კაროლი,, ნატალია გორდიენკო და სხვები.

“ახალი ტალღა”-2014 წლის პირველი საკონკურსო დღე, ნუცა ბუზალაძისთვის წარმატებული  აღმოჩნდა ,მან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო  და ჟიურში აღფრთოვანება გამოიწვია.

ფესტივალი აქტიურ ფაზაში უკვე შევიდა და კულმინაცია 27 ივლისს იქნება, სადაც გამოვლინდება ახალი ტალღა 2014-ის გამარჯვებული მომღერალი.

21 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა აქვს უყუროს ,,ახალ ტალღას”  ტელეკომაპანია ,,იმედის”  ეთერში , 22:00 სთ-ზე.

მოამზადა: ბაჩო გოგრიჭიანი

 

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი