მთავარი საზოგადოება „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, სპეციალური გაზეთი „თვითმმართველობა“ გაავრცელეს

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, სპეციალური გაზეთი „თვითმმართველობა“ გაავრცელეს

1 1179

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, სამოქალაქო კამპანიის ფარგლებში, არჩევნების თემატიკაზე შექმნილი სპეციალური გაზეთი – „თვითმმართველობა“ გამოსცა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ პიარ სამსახურის ხელმძღვანელის სოფიო აზარიაშვილის თქმით, ორგანიზაციამ მიზნად დაისახა მოქალაქეების ინფორმირება, არჩევნების პროცედურებისა და კანდიდატების საარჩევნო პროგრამების შესახებ.
გაზეთი მკითხველს ინფორმაციას საერთაშორისო არასამთავრობო – სადამკვირვებლო ორგანიზაციებზეც სთავაზობს.
ორგანიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, თბილისის ათივე უბანზე ოფიციალურად დააკვირდება და პროცესის მონიტორინგს განახორციელებს.

ავტორი: მაკა შამუგია

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი