მთავარი სპორტი მსოფლიო ჩემპიონატი 2014წ არგენტინა ფინალშია

არგენტინა ფინალშია

9 ივლისს, 23:55 საათზე გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური მატჩი, სადაც არგენტინის ნაკრება, საკმაოდ დაძაბულ და დრამატულ შეხვედრაში მოახერხა ჰოლანდიის ნაკრების დამარცხება. გამარჯვებაში, ლომის წვლილი, სამხრეთ ამერიკელთა გოლკიპერს, სერხიო რომეროს მიუძღვის, რომელმაც პენალტების სერიაში 2 ბურთი მოიგერია.

მატჩის ძირითადი დრო საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საგოლე მომენტების სიმრავლითაც ვერ დაიკვეხნის. გუნდები მაქსიმალურად ფრთხილობდენ და 1 შეცდომა, შეიძლება გადამწყვეტიც გამხდარიყო. პირველი სახიფათო მომენტი 24-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ლავეზის მიერ, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს, გარაი პასუხობდა, მაგრამ მისი თავური არაზუსტი აღმოჩნდა.

ყველაზე რეალური მომენტი კი შეხვედრის 75-ე წუთზე შეიქმნა: მესიმ და პერეზმა ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს და ეს უკანასკნელიც იგუაინს უკეთებდა გადაცემას, მაგრამ პიპიტამ ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა გოლის გატანა, მისი დარტყმული, მცირე მანძილით აცდა ჰოლანდიელთა კარს.

ძირითადი დროის მიწურულს, ჰოლანდიელებს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდათ: კიუიტის და სნეიდერის სამსვლიანი კომბინაციით, რობენი საჯარიმოში ბრწყინვალე პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ ჰოლანდიელს ბურთი წინ გაექცა და ეპიზოდი ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიიყვანა. ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა, რის შედეგადაც დამატებული ტაიმი დაინიშნა.

დამატებულ ტაიმში, ძირითადი დროის სურათი არ შეცვლილა, ამას ფეხბურთელდა დაღლილობაც დაემატა, მაგრამ მეორე დამატებული ტაიმის მიწურულს, არგენტინელთა შემტევს, როდრიგო პალასიოს ყველაფრის დასრულება შეეძლო. მაქსი როდრიგესის ბრწყინვალე პასით, პალასიო საჯარიმოში სილესენთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ვერ გაერკვია ფეხით დაერტყა თუ თავით, საბოლოოდ თავით დაარტყა, მაგრამ სილესენმა ადგილზე გააქვავა ბურთი.

დაინიშნა პენალტების სერია, სადაც გამარჯვება არგენტინის ნაკრებს ხვდა წილად. სამხრეთ ამერიკელეთა მხრიდან, თერთმეტმეტრიანების გატანა მესიმ, გარაიმ, აგუერომ და მაქსი როდრიგესნა მოახერხეს, ჰოლანდიელთა მხრიდან კი რობენმა და კიუიტმა. ვლაარს და სნეიდერს კი სერხიო რომერომ აჯობა და საკუთარი გუნდის წარმატებაში, უდიდესი როლი ითამაშა.

ამ გამარჯვებით, არგენტინა ფინალში გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებს, შეხვედრა 13 ივლისს გაიმართება. ჰოლანდიის ნაკრები კი 12 ივლისს ბრაზილიასთან მესმე ადგილისთვის იბრძოლებს.

მსოფლიო ჩემპიონატი 2014

მეორე ნახევარფინალი

ჰოლანდია 0-0 არგენტინა* (პენალტები 2-4)

ჰოლანდია: სილესენი, მარტის ინდი (იანმაატი 46′), ვლაარი, ბლინდი, კიუიტი, უინალდუმი, დე იონგი (კლასი 62′), სნეიდერი, ვან პერსი (ჰუნტელაარი 96′), რობენი.

არგენტინა: რომერო, დემიკელისი, ზაბალიეტა, გარაი, როხო, პერეზი (პალასიო 81′), მასკერანო, ბილია, ლავეზი (როდრიგესი 101′), იგუაინი (აგუერო 82′), მესი.

პენალტების სერია: ვლაარი 0-0; მესი 0-1; რობენი 1-1; გარაი 1-2; სნეიდერი 1-2; აგუერო 1-3; კიუიტი 2-3; როდრიგესი 2-4.

მატჩის გმირი: სერხიო რომერო.

მთავარი მსაჯი: ქუნეით შაქირი (თურქეთი).

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი