მთავარი საერთო ადამ ლევინი და ბეჰატი პრინსლუ დაქორწინდნენ

ადამ ლევინი და ბეჰატი პრინსლუ დაქორწინდნენ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი მუსიკალური ბენდის MAROON 5-ის სოლისტი ადამ ლევინი და VICTORIA’S SECRET-ის მოდელი ბეჰატი პრინსლუ ოფიციალურად დაქორწინდნენ. ცერემონია, რომელსაც 300 სტუმარი ესწრებოდა, 19 ივლისს მექსიკაში, ქალაქ ლოს კაბოსში შედგა და დაახლოებით 20 წუთს გასტანა. როგორც ცნობილი გახდა, ბეჰატი Marchesa-ს ულამაზეს კაბაში იყო გამოწყობილი. წყვილმა რამდენიმე ხნით ადრე, მოწვეულ სტუმრებს თხოვნით მიმართა, რომ საქორწილო საჩუქრების მაგივრად, ფული საქველმოქმედო შემოწირულობების სახით დაეხარჯათ, რათა დახმარებოდნენ ადამიანებს, რომლებსაც ეს მართლა სჭირდებათ.

როგორც ამბობენ, ადამი მოუთმენლად ელოდა ამ დღეს. ლას ვეგასში მარტოხელა ცხოვრებასთან გამოსათხოვარი წვეულებაც კი გამართა. 35 წლის მომღერლის დაოჯახება ყველასათვის მაინც გასაკვირი იყო, რამდენადაც ის წლების მანძილზე ცნობილი მექალთანის სახელით სარგებლობდა. ჟურნალისტებთან საუბრისას ადამი ყოველთვის ამბობდა, რომ ქორწინებისათვის მზად არ იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ლევინმა, ამ საკითხისადმი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ადამ ლევინი და ბეჰატი პრინსლუ, ერთმანეთს 2012 წლიდან ხვდებიან. ისინი ერთად პირველად წითელ ხალიჩაზე, ჟურნალ GQ-ს საღამოზე გამოჩნდნენ, 2013 წელს კი ოფიციალურად დაინიშნენ.

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი