მთავარი სპორტი მსოფლიო ჩემპიონატი 2014წ შვეიცარია 2:1 ეკვადორი

შვეიცარია 2:1 ეკვადორი

ცოტა ხნის წინ, დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფის პირველი თამაში, სადაც შვეიცარიის ნაკრებმა, დაძაბულ ბრძოლაში, 2-1 დაამარცხა ეკვადორის ნაკრები და შემდეგ ეტამზე გასვლის რეალური შანსი მოიპოვა.

ცოტა ხნის წინ, დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფის პირველი თამაში, სადაც შვეიცარიის ნაკრებმა, დაძაბულ ბრძოლაში, 2-1 დაამარცხა ეკვადორის ნაკრები და შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი მოიპოვა.

შეხვედრის დებიუტი ეკვადორის უპირატესობით წარიმართა და 22-ე წუთზე, პირველი გოლიც ვიხილეთ. უალტერ აიოვის გადაცემით, ანგარიში ენერ ვალენსიამ გახსნა და ეკვადორელები დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ, შვეიცარიელები გააქტიურდნენ და პირველ ტაიმში, რამოდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ უშედეგოდ და პირველი ტაიმი 0-1 დათმეს. მეორე ნახევარი შვეიცარიელების აშკარა უპირატესობით წარიმართა. შვეიცარიამ ტაიმის დებიუტში მოახერხა წონასწორობის აღდგენა. რიკარდო როდრიგესის მიერ, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს, თავი ზუსტად ადმირ მეჰმედა დაუხვედრა და ბურთი, მეტოქის კარის ჩარჩოში მოათავსა. გამარჯვების გოლი კი ჰარის სეფეროვიჩის ანგარიშზეა, რომელმაც შეხვედრის ბოლო დამატებულ წუთზე მოახერხა ეკვადორელთა კარის აღება. არ შეიძლება არ აღინიშნოს რიკარდო როდრიგესის ბრწყინვალე პასიც.

ამ გამარჯვებით, შვეიცარიამ მომდევნო ეტაპზე გასვლის ბრწყინვალე შანსი მოიპოვა.

E ჯგუფის მეორე შეხვედრაში, საფრანგეთის და ჰონდურასის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც ჯგუფის ლიდერი გახდება ცნობილი. მატჩი 15 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი