მთავარი საზოგადოება “საჟა” კითხვით მიმართავს ქართულ მედიას

“საჟა” კითხვით მიმართავს ქართულ მედიას

0 1223

,,საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციია”  კითხვით მიმართავს იმ მედია საშუალებებს, რომლებმაც გუშინ ალოგიკური გადაწყვეტილება მიიღეს. 2014 წლის 23 ივნისს გაიმართა ჩვენი ასოციაციისა და „შენი მედია გუნდის“ ოფიციალური პრეზენტაცია. საინტერესოა თუ რატომ არ ჩათვალეს საჭიროდ პროდიუსერებმა დაეთმოთ 20 წამი, იმ ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად იწყებენ თავიანთ კარიერას.
ნუთუ ეს დასტურია იმისა, რომ დღეს მედია არ არის თავისუფალი? იქნებ ეშინიათ ახალი სიტყვის, ახალი ძალის? ნუთუ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდებოდა ჩვენი ნიუსი თქვენს საინფორმაციო ბადეში, თუკი „საჭირო ხალხისგან“ მიიღებდით ამაზე ბრძანებას?
ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე ჟურნალისტები ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ჩვენი სიტყვა ვთქვათ ობიექტურ ჟურნალისტიკაში. თქვენ, დიდ და წარმატებულ მედია საშუალებებს, ყველაზე მცირედი რაც შეგეძლოთ თქვენი უმცროსი კოლეგებისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, ისიც არ გააკეთეთ. 20-40 წამი არ გაიმეტეთ მაშინ, როდესაც საათებს უთმობთ შიშველი და ეპატაჟური ადამიანების პიარს?
აქვე მადლობას ვეტყვით ,,მაესტროსა“ და ,,იმედს“ , რომ მოჩვენებით მხარდაჭერას პირდაპირი იგნორი ამჯობინეს.
გულწრფელი მადლობა კი რადიო „თავისუფლებას“, რომელმაც ღირსეული ნაბიჯი გადადგა გუშინ. მადლობა ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც გვერდში გვიდგას!
ვიწყებთ ბრძოლას თავისუფალი მედიისათვის. ჩვენ ვართ ახალგაზრდული ძალა და რაც შეეხება ჩვენს ძალისხმევას ამ მიმართულებით ის უფრო მოიმატებს და ამას წინ ვერაფერი აღუდგება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი