მთავარი სპორტი მსოფლიო ჩემპიონატი 2014წ პირველი ფრე მსოფლიო ჩემპიონატზე

პირველი ფრე მსოფლიო ჩემპიონატზე

16 ივნისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, გაიმართა F ჯგუფის, პირველი ტურის მეორე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ირანის და ნიგერიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. არ მოგატყუებთ და პირდაპირ გეტყვით, რომ თამაში საკმაოდ უღიმღამო იყო და არც სახიფათო მომენტებით ყოფილა დატვირთული. თუ არ ჩავთვლით სტანდარტული ნიშნულებიდან შექმნილ მომენტებს, სხვა მხრივ, ფეხბურთელებს გოლის გატანის რეალური შანსი, ფაქტობრივად არ ჰქონიათ. ერთ-ერთი მომენტი 31-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც აჰმედ მუსას საჯარიმო დარტყმული, ირანელთა მეკარემ მოიგერია. მომენტი ირანელებსაც ჰქონდათ, 34-ე წუთზე, დეიაგას მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს, თავით რეზა გოჩანეჰადმა დაუხვედრა, მაგრამ ნიგერიელთა მეკარემ, ენიემამ იყოჩაღა და ურთულესი ბურთი მოიგერია. ეს იყო და ეს. ამ თამაშის შედეგით, მიმდინარე მუნდიალზე, პირველი ფრე დაფიქსირდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი