მთავარი სპორტი მსოფლიო ჩემპიონატი 2014წ მექსიკას ძალა არ ეყო – ჰოლანდია მეოთხედფინალშია

მექსიკას ძალა არ ეყო – ჰოლანდია მეოთხედფინალშია

29 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მესამე მატჩი, სადაც ჰოლანდიის ნაკრებმა, საკმაოდ დაძაბულ და დრამატულ შეხვედრაში მოახერხა მექსიკის ნაკრების დამარცხება

შეხვედრის პირველი ტაიმი მექსიკელების უპირატესობით წარიმართა, სამხეთ ამერიკელებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ, მაგრამ მათი მცდელობა არაზუსტი დარტყმით ან ჰოლანდიელთა გოლკიპერის სეივებით მთავრდებოდა. ყველაზე საინტერესო მომენტი კი ტაიმის მიწურულს შეიქმნა, როდესაც მექსიკელთა საჯარიმოში რობენის წაქცევისთვის მსაჯმა 100%-იანი პენალტი არ დანიშნა. ანგარიში კი 48-ე წუთზე გაიხსნა: ჯოვანი დოს სანტოსმა, საჯარიმოს მისადგომებიდან, სილესენს მისგან მარჯვენა კუთხეში, უძლიერესად დაურტყა და ჰოლანდიელთა კიპერი ფაქტობრივად უშანსოდ დატოვა. გაშვებული გოლის შემდეგ, ჰოლანდიელები საგრძნობლად გაქტიურდნენ, მაგრამ მექსიკელთა მეკარე ანგარიშის გათანაბრების საშუალებას არ აძლევდა. გილერმო ოჩოამ რამოდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოახერხა. ჰოლანდიელებმა, ანგარიშის გათანაბრება 88 წუთზე მოახერხეს: სნეიდერმა, მექსიკელთა საჯარიმოში მცველების დაბნეულობით ისარგებლა და ოჩოას აუღებელი ბურთი დაურტყა. გატანილი გოლის შემდეგ, ჰოლანდიამ ფსიქოლოგიური უპირატესობა იგდო ხელთ და მექსიკელებზე ზეწოლა გაზარდეს. 91 წუთზე, რობენი ინდივიდუალურად ბრწყინვალედ შეიჭრა საჯარიმოში, მაგრამ რაფაელ მარკესმა მის მიმართ თამაშის წესები დაარღვია, რასაც მსაჯის მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. პენალტი ზუსტად კლას იან ჰუნტელაარმა შეასრულა და ჰოლანდიელებს მეოთხედფინალის საგზური მოუტანა.

ჰოლანდია 2:1 მექსიკა

გოლები: დოს სანტოსი 0-1 48′; სნეიდერი 1-1 88′; ჰუნტელაარი 2-1 94+4.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი