მთავარი სპორტი მსოფლიო ჩემპიონატი 2014წ მატჩის გმირი – ოჩოა

მატჩის გმირი – ოჩოა

17 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართა, მსოფლიო ჩემპიონატის, A ჯგუფის, მეორე ტურის მატჩი, სადაც ტურნირის მასპინძელმა და მუნდიალის მთავარვა ფავორიტმა, ბრაზილიის ნაკრებმა, ყველასათვის მოულოდნელად, მექსიკის ნაკრები ვერ დაამარცხა.

მატჩის საწყისი 15 წუთი, ბრაზილიელების უპირატესობით წარიმართა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტის შემქნა ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ მექსიკა საგრძნობლად გააქტიურდა და ბრაზილიელთა კარში, რამოდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, ჯერ 24-ე წუთზე ჰექტორ ჰერერა ცდილობდა შორეული დარტმით გატანას, მაგრამ ბრაზილიელთა მეკარემ, ჟულიო სეზარმა, ბრწყინვალე სეივით არ მისცა ამის საშუალება. 26-ე წუთზე, დანი ალვეშის ჩაწოდების შემდეგ, ნეიმარმა მეორე სართულზე ორთაბრძოლა, რაფაელ მარკესს მოუგო და ოჩოას კარში გადაგზავნა ბურთი, მაგრამ მექსიკელთა მეკარემ ბრწყინვალე ნახტომში, ფაქტობრივად კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. ტაიმის მიწურულს, ბრაზილიამ კიდევ ერთი რეალური მომენტი შექმნა, მაგრამ აქაც ოჩოამ ივაჟკაცა და პაულინიოს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.

თამაშის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიდიოდია. საწყისი წუთები, პირველი ტაიმის მსგავსად, ბრაზილიის უპირატესობით დაიწყო. 48-ე წუთზე ალვეშმა ბერნარდი, ბრწყინვალე პასით საჯარიმოში შეიყვანა, ბერნარდი კი ნეიმარს უგზავნიდა ბურთს, მაგრამ ფრანცისკო როდრიგესმა, ნეიმარს თავიდან ააცალა ბურთი და კუთხურზე მოიგერია. 50-ე წუთზე, მექსიკამ ტერიტორიული უპირატესობა იგდო ხელთ და ბრაზილიელები, საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. 50-დან 60 წუთამდე, მათ რამოდენიმეჯერ მოახერხეს შორეული დარტყმებით, ჟულიო სეზარის შეწუხება, მაგრამ ყველა მცდელობა ან მეკარის სეივით, ან არაზუსტი დარტყმით მთავრდებოდა. 60 წუთის შემდეგ, უპირატესობა, კვლავ ბრაზილიელებმა მოიპოვეს. 62 წუთზე, ნეიმარის საჯარიმო დარტყმული მცირე მანძილით აცდა მექსიკის კარს. 69-ე წუთზე, კი ოჩოამ კიდევ ერთი გმირობა შემოგვთავაზა: ჟოს ჩაწოდების შემდეგ, ნეიმარი ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ მექსიკელთა გოლკიპერმა, კვლავ არ მისცა ამის საშუალება. 86-ე წუთზე, ოჩოამ კვლავ ივაჟკაცა, საჯარიმო ნიშნულიდან ჩამოწოდებულ ბურთს, თავით ტიაგო სილვა გამოეხმაურა და საქმეში ისევ ოჩოა ჩაერთო. თამაშის მიწურულს, მექსიკელებმა 2 მომენტი შექმნეს. 90-ე წუთზე, ანდრეს გუარდადო შორეული დარტყმით ცდილობა გატანას, მაგრამ მისი დარტყმული, მცირე მანძილით ასცდა ბრაზილიელთა კარს. 91-ე წუთზე კი რაულ ხიმენესს ჰქონდა გოლის გატანის მცდელობა, მაგრამ გამოცდილმა ჟულიო სეზარმა არ მისცა ამის საშუალება. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო შეხვედრა, ნულოვანი ფრით დასრულდა. ბრაზილია და მექსიკა 4-4 ქულით A ჯგუფის პირველ-მეორე ადგილს ინაწილებენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი